„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 ივნისს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო. ხოლო 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ქსოვრისი, მუხრანი, ვარდისუბანი, ოძისი, მჭადიჯვარი, ილტოზა, ბაქაქურები.
12:45-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით გაეთიშებათ აბონენტებს ზაჰესის და მუხათგვერდის ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.