მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სიხას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

დასრულდა ოთარ კაპანაძის (სიხას) სახელობის ტურნირი  მინი ფეხბურთში. მასში გამარჯვება გუნდმა ,,კირპიჩი“-მ მოიპოვა და სიხას სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა.

ტურნირი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება,  ქალაქ მცხეთაში, ყოველწლიურად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება და  მასში მონაწილეობას მცხეთის უბნებიდან მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები იღებენ.

წელს, აღნიშნულ შეჯიბრში 7 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარფინალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები „კირპიჩი“ და „არმაზი“ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა გუნდმა ,,კირპიჩი“-მ.

მატჩი 24 ივნისს, მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლების საფეხბურთო მოედანზე გაიმართა. გამარჯვებულს მამის სახელობის თასი ვახტანგ კაპანაძემ გადასცა.

ფასიანი საჩუქრები შემდეგ ნომინაციაში გადაეცათ: 

საუკეთესო მეკარე -  ლევან კარკუსაშვილი (,,არმაზი”),

საუკეთესო მოთამაშე - საბა მაჩიტიძე (,,კირპიჩი“),

ბომბარდირი -  ლუკა დიდებაშვილი (,,არმაზი“),

ფინალის მონაწილე გუნდებმაკი მიიღეს შესაბამისი ფულადი ჯილდოები. 

შეხვედრას, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018