მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეული მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულს შეუერთდა,   რომლის ფარგლებში მცხეთაში სხვადასხვა სახეობის სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის და  ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა, მოხალისეებმა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები სხვადასხვა საჩუქრებიტ დაჯილდოვდნენ. 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, 2015 წლიდან მერების შეთანხმების ხელმომწერია. კვირეულის ფარგლებში კი, რომელიც ყოველწლიურად იმართება თითოეულ მონაწილეს თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. 

კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას და ამ მიზნით, შეახსენოს საზოგადოების სხვადასხვა ფენას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის როგორც გლობალური, ასევე ლოკალური ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შერბილების პოტენციალი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018