მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნარეკვავზე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებში, განახლდა მინი სპორტული მოედნის მოწყობა, რომელსაც მონიტორინგს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს. 

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოსახლეობას მალე ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ექნება. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი კონტრაქტორი შპს „ არქი პლიუსი“ განაგრძობს სამუშაოების განხორციელებას, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 56 115 ლარია.

სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.

აღნიშნული სპორტული სივრცის შექმნა ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018