ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წოდორეთში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და მერის მოადგილე, თამაზ ფოლოდაშვილთან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, 3 კილომეტრამდე გზაზე დაგეგმილია 2 ფენა ასფალტის საფარის დაგება. გზის გასწვრივ კი უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები.
პროექტის ღირებულება მილიონ-ნახევარ ლარამდეა და ის რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოებს შპს ,,დინ გრუპი“ ახორციელებს.
მათი განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გაგრძელდება.
მათ შორის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვედა მუხათწყაროს მოსახლეობის თხოვნით, გზის გარკვეული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისათვის პროექტირება უკვე დასრულდა. ასევე, მზად არის პროექტი სოფელ ლისის ერთი უბნის გზის რეაბილიტაციისათვის, ამ ეტაპზე კი გრძელდება მეორე უბნის გზის პროექტირება. გარდა ამისა, შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ნაფეტვრები 2-ში, ხოლო მსხალდიდში გზის ასფალტბეტონით მოწყობა კვლავ მიმდინარეობს.