სოფელ ნიჩბისში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ციციშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსამდე მისასვლელ გზის მონაკვეთსაც მოიცავს.
XVII საუკუნის საგვარეულო კომპლექსის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მერის მოადგილემ თამაზ ფილოდაშვილმა, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა მოადგილეებთან ერთად მოინახულეს.
სამშენებლო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი შპს „გერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება“ ახორციელებს.
ნიჩბისს, ტურიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია.სოფელი ისტორიული ობიექტების რაოდენობით გამოირჩევა, რომელზე ზრუნვაც როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.