მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ისტორიული ძეგლები განათდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი კაპანაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით მცხეთაში, კალოუბნის ეკლესია, წმინდა დემეტრეს სახელობის მონასტერი, კოდმანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და ბებრის ციხე მხატვრულად განათდა. ინოვაციისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტში ინერგება, გამოყენებულია უახლესი ელექტროეფექტური და ალტერნატიული ელექტროტექნოლოგიები და ფოტოელექტრული (მზის) ელექტროსისტემები. ისინი წელიწადში 11 394 კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოფრქვევას წელიწადში 4,5 ტონით ამცირებენ. ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ღონისძიებები ქ. მცხეთისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის, პრიორიტეტული საკითხია. 2016 წელს დამტკიცდა ქ. მცხეთის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ქალაქის გარე განათებაა. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ნათურების 80 % LED ნათურებია.



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018