მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იკრიბება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საჭირო სოციალური და ფინანსური დახმარების საკითხებს განიხილავს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა, მიზნად ისახავს მოსარგებლეებისთვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად, ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევას. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ამავე კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თამაზ ფოლოდაშვილმა, კომისიის წევრებთან ერთად შემოსული განცხადებები განიხილა:

მოქალაქების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, ერთჯერადი ფინანსური დახმარებები და მესამე შვილის შეძენისას გათვალისწინებული დახმარებები. 

სხდომაზე ისაუბრეს და  კიდევ ერთხელ აღნიშნეს მოსახლეობისთვის  ,, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ეფექტურობის შესახებ  და კომისიის თავმჯდომარემ თანამშრომლებს    მოუწოდა უზრუნველყონ მოსახლეობის მასიური ინფორმირება აღნიშნული პროგრამების შესახებ.

სახელმწიფო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5727062… 

კომისიის სხდომას მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ელოშვილი, მოადგილე გიორგი კვახაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე:

http://mtskheta.gov.ge/public/img/1615457169.pdf

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018