საერთაშორისო ოლიმპიურ კვირეულთან დაკავშირებით მცხეთაში სპორტული აქტივობები ჩატარდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
მცხეთაში, პროგრამის „Let’s Move“ (მოდით ვიმოძრაოთ) ფარგლებში, მოეწყო საჩვენებელი გარბენი და წეროვანში ჩატარდა დასკვნითი შეჯიბრება საგზატკეცილო ველოსპორტში.
მცხეთის ცენტრალურ სკვერში კი გაიმართა შეჯიბრება: ჭადრაკში, ნარდში, დარტსში, მაგიდის ჩოგბურთში და ასევე სპორტულ ინტელექტუალურ ვიქტორინაში სასპორტო სკოლის სასწავლო-საწვრთვნელი ჯგუფების მონაწილეობით.
ორგანიზატორები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, მცხეთა- მთიანეთის ოლიმპიურმა ორგანიზაცია და სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა იყვნენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი ახალგახრდებსა და მოზარდებში ფიზიკური აქტივობის გაზრდა და მისი სტიმულაციაა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კვირეული 23 ივნისს დაიწყო და 30 ივნისამდე გრძელდება.