მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მსხალდიდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მსხალდიდში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

აღნიშნულ სამუშაოებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან ერთად, გაეცნო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 600 000 ლარამდეა. პროექტის ფარგლებში, გარკვეულ მონაკვეთზე, დაგეგმილია სანიაღვრე არხის გაკეთებაც.

სამუშაოებს  შპს ,,კოხტისძირი 2010“ ასრულებს.

სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების მიზნით, მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.  პროექტის მიმდინარეობას დეტალურად გაეცნენ ასევე, მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი. 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მომავალშიც ინტენსიურად განხორციელდება.

გარდა მსხალდიდისა, ასფალტბეტონის საფარი იგება წოდორეთში, ხოლო შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა ნაფეტვრები 2-ში.

გზის გარკვეული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისათვის, ქვედა მუხათწყაროს მოსახლეობის თხოვნით, პროექტირება დასრულებულია.

ასევე, მზად არის პროექტი სოფელ ლისის ერთი უბნის გზის რეაბილიტაციისათვის, ხოლო მეორე უბნის გზის პროექტირება კვლავ გრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018