მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა ,,ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების კონკურსში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
პროექტის ორგანიზატორმა, მცხეთის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, კულრტურის განყოფილებამ, აღნიშნული კონკურსი ორ ტურად ჩაატარა, სადაც მონაწილეობა 12-დან 18 წლამდე ასაკის, 28 ახალგაზრდამ მიიღო.
მცხეთის მერიაში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად 9 ნიჭიერი ახალგაზრდა გამოავლინა, რომელთაც მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ბაჯაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურში გამარჯვებულები არიან: მაგდა ლაფერაშვილი, ელისაბედ რეგანი, ლევან ალავიძე, ლიზი რაზმაძე, თინათინ მაისურაძე, ანასტასია გაბრელიანი, ალექსანდრე ვაჭარაძე, ლევან გლოველი და ელენე მირზიაშვილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.