4 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს მიერ, ექიმ-ოფთალმოლოგმა სოფო იმედაშვილმა უფასო კონსულტაცია ჩაატარა.
აქცია მცხეთის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა შემდეგი კვლევები: ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
საქველმოქმედო აქციები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მომავალშიც გაგრძელდება.