მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარეობს მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში

1 ივლისიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარეობს მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მაშტაბით ფეხბურთის მოყვარულთა 21 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ჩატარდა შეჯიბრების პირველ და მეორე ეტაპი.  გამოვლინდა 8 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მეოთხედფინალურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. 

აღნიშნული თამაშები ჩატარდება ძველი ქანდის ახლადაშენებულ სპორტულ მოედანზე, შაბათს, 8 ივლისს, 16:00 საატჩიდან. 

გამარჯვებულები ასპარეზობას გააგრძელებენ ნახევარფინალურ ეტაპზე.

ღონისძიებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ ფოლოდაშვილი ესწრებოდა მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე ძეგვის გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა.

თასის გათამაშებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება ხელმძღვანელობს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018