მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები გრძელდება. 

ამ ეტაპისთვის, უმეტეს უბნებში გზებზე დაგებულია ასფალტი და მიმდინარეობს დარჩენილი უბნების მოასფალტება.

მთლიანად  8 შიდასაუბნო გზის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის საერთო სახელშეკრულებო თანხა მილიონ ლარს აღემატება.

მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ ფოლოდაშვილმა დაათვალიერა მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ ზურაბ მიქელაძესთან და მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018