მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სემინარი მცხეთის მერიაში

7 ივლისს, მცხეთის მერიის სააქტო დარბაზში, საქართველოს კარიტასმა მცხეთა- მთიანეთის რეგიონის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებისთვის შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე სემინარი მოაწყო, რომელსაც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის  მიზანი მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურების ხელშეწყობა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს ამ სფეროსთვის საჭირო კადრების მომზადებას ასევე, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართბელობების შესაძლებლობების განვითარებას შინმოვლის მუნიციპალური პროგრამის დაგეგმარების და ადმინისტრირების საკითხებში.

საქართველოს კარიტასის პროგრამის გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ყველა ასაკის ადამიანებს, ვისაც ავადმყოფობისა ან ტრამვის შედეგად შეზღუდული აქვს საკუთარი თავის მოვლის უნარი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018