მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სპორტსმენების დაჯილდოვება

7 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ხელშეწყობით და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, 2018 წელს მაღალი სპორტული შედეგების მქონე 14 სპორტსმენის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. შეხვედრაზე ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელმა ვანო რთველიაშვილმა გასული 2018 წელი შეაჯამა და სპორტსმენებისა და მწვრთნელების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩატარდა 41 ღონისძიება, სადაც 1500-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მწვრთნელებს და სპორტსმენებს მიმართა : ყველას მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის, ბავშვების მომზადებისთვის და მიღწეული წარმატებებისთვის, რომელიშიც დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ვანოს და ყველა მწვრთვნელს, ეს მათი დიდი შრომის დამსახურებაა. მინდა გისურვოთ მომავალში უფრო მეტი წარმატება, ჩვენგან ხელშეწყობა კი ყოველთვის გექნებათ. თითოეულის გვერდში დავდგები და ვიამაყებ. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილმა, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ივანიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა თამაზ გრძელიშვილმა. დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ : ლუკა საფარიძე (კარატე), დავით ხატისაშვილი (კარატე), თამთა მამულაშვილი (კარატე), მარიამ ოზდემირი (კარატე), გიორგი ლიპარტელიანი (ტაეკვანდო), ნინი ბურდული (კალათბურთი), თეკლა ოდიშელიძე (კალათბურთი), ანა ბეკოშვილი (კალათბურთი), კესო კუპრაშვილი (კალათბურთი), ავთანდილ ფირანიშვიული (ველოსპორტი), საბა როსტიასვილი (ველოსპორტი), ვალერი მამულაშვილი (ველოსპორტი), გიორგი ქვაბელაშვილი (ველოსპორტი), ნოდარ რთველიაშვილი (ველოსპორტი).

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018