მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში შიდა საუბნო გზების ასფალტ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

 

 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში,  შიდა საუბნო გზების ასფალტ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

 სოფელ ნატახტარში პროექტით გათვალისწინებული ნახევარ კილომეტრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ბიემსი” ახორციელებს.  

 მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნვა მცხეთის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018