12 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ,,ლაშარობის“ დღესასწაული სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.
ტრადიციულად ჩატარდა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, სადაც ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქმედი, მოყვარული და ვეტერანი სპორტსმენები სხვადასხვა წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.
ჭიდაობის ტურნირს ქსოვრისში ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მოადგილე გიორგი ჯიქია, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მთავარი პრიზი ,,ჭედილა“ გამარჯვებული ვახტანგ ტაბარუკაშვილი გახდა .
სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულებს ტურნირის ორგანიზატორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მთავარი პრიზი, მედლები და სიგელები გადასცეს. გამარჯვებულები არიან : ნიკოლოზ კაცელაშვილი, ზურა კაცელაშვილი, რატი ამირხანაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, გიგა ჯარმელაშვილი, გიორგი სახყულაშვილი, ნიკა ჩილინდრიშვილი, საბა ფილაური, გოგა ჩილინდრიშვილი, გუგა ამირხანაშვილი.
ჭიდაობის ტურნირი ქსოვრისში ყოველწლიურად ტარდება. იგი ახალგაზრდებში სპორტისა და ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას ემსახურება.