16 ივლისს, ქალაქ მცხეთაში ჩატარდა მუნიციპალური ჩემპიონატი ფეინთბოლში, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობითა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს.
ჩემპიონატში გამარჯვებული გახდა ციხისძირის გუნდი ,,წითელი ლოტუსი“, რომელმაც თასთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი ესწრებოდნენ.