მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


იაპონელი სტუმრები მცხეთაში

 

 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, იაპონელ მომღერალს ტოკიკო კატოს უმასპინძლა. 

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ცნობილი იაპონელი მომღერლის მენეჯერი ტაკაჰაში დაიჩი, ტელეპროგრამის პროდიუსერი საკაი იუტაკა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჰიროიუკი მორი.

ისაუბრეს საქართველო-იაპონიის ურთიერთობაზე, კულტურულ ტრადიციებზე, ხელოვნებაზე. შეხვედრის  დასასრულს სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რაც ოქტომბრის თვეში მცხეთობის დღესასწაულზე იაპონელი მომღერალის ტოკიკო კატოს მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტის ორგანიზებას გულისხმობს. 

სტუმრებმა, ქალაქი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად  მოინახულეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018