მცხეთის, სადგურის დასახლებაში, საფეხბურთო მოედანზე მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშების ფინალი გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქ. მცხეთის აგურის ქარხნის დასახლების გუნდი ,,კირპიჩი’’ და სოფელ საგურამოს გუნდი ,,საგურამო’’, სადაც 3:1 ანგარიშით ,,საგურამო’’-ს გუნდმა მოიპოვა გამარჯვება და თასი.
ფინალისტ გუნდებს გადაეცათ დიპლომები და ფულადი ჯილდოები, ნომინაციებში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ
ფასიანი საჩუქრებით :
ბომბარდირი - გიგა ლაგაზაშვილი (კირპიჩი)
საუკეთესო მეკარე - ლუკა ქავთარაძე (საგურამო)
საუკეთესო მოთამაშე - ნიკოლოზ უნდილაშვილი (საგურამო)
აღნიშნულ შეჯიბრებას, რომელიც ყოველწლიურად იმართება ორგანიზებას უწევდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც მონაწილეობას იღებდა 21 გუნდი.