მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარე პროექტები


 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურის დასახლებაში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ მცხეთაში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული სკვერი მოინახულეს. პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს „ელმამ“ განახორციელა. 

ასევე, დასრულებულია სადგურის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე და მიმდებარე ორ ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 83 000 ლარს აღემატება. სამუშაოებს შპს „ლუკრი“ ახორციელებს.

„კარგი სიახლე გვაქვს რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მზადდება პროექტი და მალე აშენდება ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც   თანამედროვე სტანდარტებით იქნება აღჭურვილი და  100-მდე აღსაზრდელს მოემსახურება“ - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018