სოფელ ბიწმენდში, ახატნის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.
აღნიშნული სამუშაოების დასრულება, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ირლანი“ ასრულებს, მიმდინარე წელს დასრულდება.