ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა.
ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, რომლებიც თავიანთი მხარის ფოლკლორს, მხატვრობას, თეატრს და პოეზიას წარადგენენ.
ილიაობის მასპინძელი მცხეთა-მთიანეთის მხარე გახლდათ, ნიშნად იმისა რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.
წლევანდელი 2 აგვისტო, ილიას მუზეუმში მრვალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. მცხეთა-მთიანეთის მხარემ საინტერესო თეატრალური და სასიმღერო ნომრები წარადგინა.ღონისძიების პარალელურად მუზეუმში მოეწყო საგამოფენო სივრცე, ეთნოგრაფიული კუთხე, ე.წ. სამზარეულოს ნაწილი და მასტერკლასები, ქართული რეწვის, თექის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე გიორგი ბაჯაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძე და თიანეთის მერი ლევან წიკლაური.