2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა
დღეს, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ და თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, მოადგილე გიორგი კვახაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, რწმუნებულის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
შეხვდნენ და მიუსამძიმრეს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, რომლებსაც კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა მათი შვილების გმირობისთვის.
2008 წლის აგვისტოს ომში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან გმირულად დაიღუპნენ გია რომელაშვილი წინამძღვრიანთკარიდან , მამუკა ბეკურაშვილი ბიწმენდიდან , ირაკლი მორბედაძე ქსოვრისიდან, რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი ნიჩბისიდან, ლევან მიდელაშვილი ახალგორიდან.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 5 დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2234 ადამიანი დაიჭრა, 26 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.