სოფელ საგურამოში 21-ე ქუჩაზე საავტომობილო გზის გამყოფი გამწვანებული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ტროტუატები და ბილიკები, ბავშვთა გასართობი სივრცე ატრაქციონებით. განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი.
ბავშვთა სივრცეში და ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთში მოეწყობა დეკორატიული გამწვანება.
არსებულ გარე განათების ლამპიონებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, შეიღებება და შეიცვლება მათი სანათები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მ.მ“ ახორციელებს.
სახელშეკრულებო თანხა 764 780 ლარია.