მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში ტროტუარების და ბორდიურების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში, საყრდენი კედლების, ტროტუარების და ბორდიურების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

ტერიტორიაზე სრულად აღდგება დაზიანებული კედლები და ბორდიურებზე ახალი ფილები დაიგება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.

აგურის ქარხნის დასახლებაში, მიმდინარე წელს, გმირის ქუჩაზე, სამხედროს ქუჩის 12 ა და 12-ის მიმდებარედ, მოეწყო და სრულად განახლდა რეკრეაციული სივრცეები. 

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მეწყო საბავშვო გასართობი მოედნები ატრაქციონებით. ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით  დაიგო კაუჩუკის ფილები, დამონტაჟდა კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები. ბილიკებზე კი კერამიკული ფილები დაიგო. სკვერები ლითონის კონსტრუქციით შემოიღობა და სივრცე მწვანე საფარით მოეწყო. 

ასევე, ქალაქის შემოსასვლელში (ნარეკვავის დასახლება) ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა განხორციელდა. გაკეთდა დაახლოებით 200 მეტრის "მწვანე კედელი“ და გზის გასწვრივ ფოთლოვანი ხე-მცენარეების მწკრივი. ნარეკვავის ტერიტორიაზე ასევე მოეწყო სასეირნო ბულვარი.

ბებრის ციხიდან ნარეკვავის დასახლების ჩათვლით გაკეთდა  ახალი განათების ბოძები და ლედსანათები.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018