მცხეთას კიდევ ერთი ლამაზი ტურისტული სივრცე შეემატება.
აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელში, პომპეუსის ხიდის მიმდებარედ, მტკვარზე გადასახედი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა, მოაჯირისა და დეკორატიული სკამების ტრავენტინის ფილებით მოპირკეთება. სივრცე, დეკორატიული გარე განათებებით და ყვავილოვანი მცენარეებით შეივსება.
აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,თინნ ლაიფი“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 116 327 ლარია.