მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება.
გარდა სოფელ მუხრანისა, პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, ახლომდებარე სოფლების - ვარდისუბნის, ვაზიანისა და პატარა ქანდის წყალმომარაგებას, სადაც არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თვითნებურად აქვს მოწყობილი განშტოებები.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს დღემდე არსებული პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდებათ და მოსახლეობა წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.
პროექტს, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს.
სამუშაოები გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდნ 24 თვეში უნდა დაასრულოს.