მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით „აგვისტოს ომისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, ნახატების გამოფენა - კონკურსი „ჩვენ დავბრუნდებით!“ გაიმართა.
მონაწილეებმა საკონკურსოდ წარმოადგინეს „აგვისტოს ომის“ თემაზე შექმნილი ნამუშევრები სახელწოდებით „ჩვენ დავბრუნდებით!“. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფარული ხმის მიცემით მხარი დაეჭირათ სასურველი კონკურსანტისთვის.
ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ :
„ხალხის რჩეული“ მათე როსტიაშვილი და მარიამ სისაური
„კონკურსანტების რჩეული“ მაგდა ლაფერაშვილი და თეონა სარდლიშვილი
„ჟიურის რჩეული“ ნინო წიკლაური და ნინო ბურჯანაძე
მონაწილეები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დააჯილდოეს.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ომის ნეგატიური შედეგების გააზრება, კონფლიქტების დარეგულირებისას ხელოვნების როლის წინ წამოწევა და ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების გამოვლენა და წახალისებაა.