მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

სოფლებში - წეროვანსა და ჩარდახში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.დასრულდა წეროვან- ჩარდახის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც ასფალტის საფარით მოეწყო.სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია ,,ბი ემ სი“  განახორციელა, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 329 670 ლარია.სოფელ წეროვანში კი შიდა საუბნო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს I, II, III, IV მონაკვეთზე.

დაგეგმილია მეხუთე მონაკვეთის მოასფალტებაც.პროექტით გათვალისწინებულია ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობა აღნიშნულ მონაკვეთებზე.სოფელში დარჩენილი ქუჩებისთვის პროექტები მცხეთის მერიის მიერ უკვე შესყიდულია და მომავალი წლიდან დაიგეგმება სამუშაოების განხორციელება.

საბოლოო ჯამში სოფელში 10 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.სარეაბილიტაციო სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ქცია“ ახორციელებს. ოთხივე ქუჩის სახელშეკრულებო თანხა 663 997 ლარს შეადგენს.

ფოტოები ვრცლად



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018