მცხეთის აგურის ქარხნის დასახლების მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია .
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს ოპერატიული მუშაობისათვის.
ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე მეხანძრე- მაშველები ადგილზე რჩებიან.