8 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მუნიციპალიტეტში 2018 წლის მიმდინარე და 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების განხილვის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებლებთან, პროექტანტებთან, მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქრურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, რომელსაც შპს ,,მშენ-ექსპერტის“ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი მალხაზ წიქარიშვილი და ტექნიკური მენეჯერი დათო გიორგობიანი ესწრებოდნენ. შეხვედრები, რომლებიც ყოველი კვირის პარასკევს გაიმართება, მიზნად ისახავს დაგეგმილი სამუშაოების დეტალურ განხილვას, მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა ის სარგებელი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა პროექტების განხორციელების შედეგად მიიღებს.