ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.განსაკუთრებით კი მცხეთასთან დამეგობრებულ უკრაინის ქალაქ ირპენის, მირგოროდის და პერეიასლავის მოსახლეობას.
მნიშვნელოვანია ახლა ეს დღე თქვენთვის, ხალხისთვის, რომელიც თავგანწირვით იბრძვით თავისუფლებისთვის. ამ პერიოდმა კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი, უკრაინელი ხალხისთვის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ მათ სამშობლოს მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად.