მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასა ჩამოიშალა

მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.  

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სამართალდამცავები. 

ინციდენტის ადგილზე  იმყოფებიან მცხეთის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც  შესაბამის სამსახურთან კოორდინაციაში იმყოფებიან. 

მომხდარის შესახებ ეცნობათ გეოლოგებსაც, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე  არსებული ვითარების შესწავლას დღესვე დაიწყებენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018