მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან გიორგი კვახაძესთან, მიხეილ ბუჯიაშვილთან, მერის მრჩეველთან თინათინ ხუნდაძესთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ნინო ჭიჭინაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ შონებეკში იმყოფება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის მიწვევის მიზანს, ქალაქებს შორის ოფიციალურად დამეგობრების საკითხის განხილვა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაძლიერებას და ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
ქალაქის პირველი პირები შეხვდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ შონებეკის მერს ბერტ კნოუბლაუს და საკრებულოს თავმჯდომარეს კორნელა რიბენტროპს. კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო სტრატეგიულ ხედვები, სხვადასხვა კუთხით გაუზიარეს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქი შონებეკი 800 წლის იუბილეს ზეიმობს.
შეგახსენებთ, რომ დამეგობრების პროცესის განხილვა, 2022 წლის ოქტომბერში, მცხეთაში, გერმანელი მხარის ვიზიტის დროს დაიწყო.