მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იკრიბება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საჭირო სოციალური და ფინანსური დახმარების საკითხებს განიხილავს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა, მიზნად ისახავს მოსარგებლეებისთვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად, ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევას. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ამავე კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ფოლოდაშვილმა, კომისიის წევრებთან ერთად შემოსული განცხადებები განიხილა:

მოქალაქების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, ერთჯერადი ფინანსური დახმარებები და საკურორტო მომსახურების შესრულებული სამუშაოების ჩარიცხვები. 

კომისიის სხდომას მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მოადგილე გიორგი კვახაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე:

http://mtskheta.gov.ge/public/img/1615457169.pdf

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018