მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.
ინტენსიურად იწმინდება და სუფთავდება სტიქიის გამო დაზიანებული ტერიტორიები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილზე იმყოფებოდა მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად.