მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან ერთად თათბირი გამართა, რომელსაც უწყების თითოეული სამსახურის და განყოფილების უფროსი ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და შეხვედრაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრაზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
დიმიტრი ზურაბიშვილმა მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები და დავალებები მისცა.