მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პატარა ქანდაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ქანდაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგება კაუჩუკის ფილები. დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგება. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.

პროექტი  ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და  მას სამშენებლო კომპანია შპს „მშენკომპლექსი“ ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018