ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მცხეთის მუნიციპალიტეტიდან თვრამეტი ახალგაზრდა გაემგზავრა. რომელიც, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით ეწყობა.
ბანაკში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც ჩატარდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ბანაკში მყოფი ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო და მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში.
მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრ, მარჩენალდაკარგულ ან/და ისეთ ახალგაზრდებს, რომელთაც სახელმწიფო მზრუნველობს.
ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის ბანაკების მართვა სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.