გურიაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონთან ერთად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.
მცხეთისა და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების, და პარტია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციების მიერ შეგროვებული პირველადი საჭიროების ნივთები სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს რამდენიმე საათში გადაეცემათ.
ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებისა და გაგზავნის საორგანიზაციო საკითხებში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი სხვა პირებთან ერთად, პირადად არის ჩართული.
"კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. რა თქმა უნდა მცხეთის მუნიციპალიტეტიც სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული დაზარალებულთა დასახმარებლად. უკვე შეგროვდა
და რამდენიმე საათში გადავცემთ დაზარალებულებს პირველადი საჭიროების საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათ შორის გამათბობლებს და სხვა” - დიმიტრი ზურაბიშვილი.