მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეცილურ მომხსენებელ გერარდ ქვინის და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა და სოციალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამას, შშმ პირებზე არსებულ სერვისებს და პრობლემებს. აღნიშნული პროგრამით ამ პირებზე კონკრეტულ საჭიროებებს და მათთვის მომსახურების მიწოდებას.
დაინტერესდნენ დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში შშმ პირთა ჩართულობის ხელმისაწვდომობაზე და მათ მოთხოვნებზე დონორ ორგანიზაციებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე, სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭიჭინაძე, ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.