მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს 15 სექტემბერია და ჩვენს ქვეყანაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

სასწავლო პროცესი განახლდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. 

“გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, აღსაზრდელებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის. განსაკუთრებით, ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. მიღებული ცოდნით კი ვისურვებდი ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს” - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018