მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთის უსინათლოთა კავშირში იმყოფებოდა, სადაც ბენეფიციარებს საჩუქრად გადასცა ხმოვანი, ქართულად მოლაპარაკე, წნევის, სიცხის და შაქრის საზომი აპარატები.
აპარატები უსინათლოთა კავშირის 36 ბენეფიციარისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა. აღნიშნული აპარატურა უზრუნველყოფს შედეგის გახმოვანებას ქართულ ენაზე, რაც საშუალებას აძლევს უსინათლო პირს დამოუკიდებლად შეძლოს აკონტროლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
უსინათლოთა კავშირში ბენეფიციარებთან ასევე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე.