მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პრაქტიკოსთა საერთაშორისო პარტნიორობის ქსელის „PractNet“ (ესტონეთი) პროექტის ფარგლებში, ქ-ნი თიინა ილსენის ხელმძღვანელობით, ლორი ბერდისა (სომხეთი) და ალავერდის (სომხეთი) მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.   

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე გიორგი ბაჯაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. 

 მონაწილეებს ესტონეთის გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკას და მიღებულ გაკვეთილებს აცნობენ:

ბ-ნი. ტარმო ლუდუსი - ვილიანდის პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორი,

ბ-ნი ანდრუს კერპუკი, ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რეგიონული განვითარების ექსპერტი, 

ბ-ნი არნოლდ პასტაკი, Pärnumaa საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცენტრის დამფუძნებელი და მენეჯერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპერტი, 

ბ-ნი ჯაან კელდერი,Olustvere-ს სოფლის მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, ჩრდილოეთ საკალას სამრევლო საბჭოს წევრი, ექსპერტი სოფლის ეკონომიკაში, მეწარმე, სამრეწველო და კომერციული უძრავი ქონების დეველოპერი, ცნობილი ეკონომიკური ჟურნალისტი, ექსპერტი ინდუსტრიის შექმნის საქმეში. 

ბ-ნი ანდო კივიბერგი, ვილჟანდის საკრებულოს წევრი, ვილჯანდის ყოფილი მერი, პროექტის მთავარი ექსპერტი. 

შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს დედაქალაქის გარეთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ადგილობრივი ეკონომიკისა და უკეთესი საჯარო სერვისების მიწოდების შესახებ გამოცდილებასა და გამოწვევების შესახებ გამოცდილება  გაუზიარეს. 

შეხვედრის ბოლოს,  სტუმრებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018