წეროვნის დევნილთა დასახლებაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუსიკალური საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, 18:00 საათიდან 22:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მათ შორის მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კარნავალი, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი აქტივობები და გალა-კონცერტი.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გელა შერმადინთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.