მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარეობს წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევა

13 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის #12 დადგენილების საფუძველზე, შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში  მიღებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით წვევამდელთა გადაყვანა განხორციელდა, სადაც წვევამდელები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით სამხედრო ნაწილებში გადანაწილდებიან. საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვალს დაიწყო და 29 ივნისამდე გაგრძელდება.

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში საგაზაფხულო გაწვევასთან დაკავშირებით შექმნილია გამწვევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე - გიორგი კაპანაძე (მუნიციპალიტეტის მერი),

თავმჯდომარის მოადგილე-  ზურაბ საგინაშვილი (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი),

კომისიის მდივანი -  ნათია კალანდაძე ( გაწვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი), 

კომისიის დამსწრე   წევრები: გიორგი ფრიდონაშვილი (წარმომადგენელი შსს-დან),

დავით  ხაჩირაშვილი (წარმომადგენელი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან)

წვევამდელებს სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ზურაბ საგინაშვილი გაესაუბრა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018