მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტები მოინახულა.
სოფელ წეროვანში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს I, II, III, IV მონაკვეთებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე პროექტით სანიაღვრე არხებიც მოეწყობა.
დაგეგმილია მეხუთე მონაკვეთის მოასფალტებაც.
ამ ეტაპისთვის, რამდენიმე ქუჩაზე დასრულებულია სანიაღვრე არხების მონტაჟი და მიმდინარეობს გზების მოხრეშვა, ხოლო დარჩენილი ქუჩებისთვის მცხეთის მერიის მიერ შესყიდულია პროექტები და მომავალი წლიდან დაიგეგმება სამუშაოების განხორციელება. საბოლოო ჯამში სოფელში 10 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ქცია“ ახორციელებს. ოთხივე ქუჩის სახელშეკრულებო თანხა 663 997 ლარს შეადგენს.
წეროვნის დევნილთა დასახლებაში კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით.