მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ნავაზში ღონისძიება გაიმართა

სოფელ ნავაზში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი მაცხოვრებლების ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით  ღონისძიება გაიმართა, რომელიც ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას სოფლის განვითარების საქმეში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  და მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა "შავნაბადა", რომლებმაც  ქართული-ხალხური სიმღერები შეასრულეს. ასევე, ახალგაზრდებს შეხვდა ნინო ეფხოშვილი, "წარმატების სკოლის" დამფუძნებელი, ტრენერი, ქოუჩი და ფსიქოკონსულტანტი. შეხვედრის თემა იყო  "100%-იანი პასუხისმგებლობის წესი". 

სოფელ ნავაზის მაცხოვრებლები მოსულ სტუმრებს  ადგილობრივი ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018